კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სინგაპურში. იუწყება სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი პაციენტი - 75 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსული ინფექციით საავადმყოფოში 23 თებერვალს გადაიყვანეს. მას ასევე აღენიშნებოდა თანხლები დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობა და ჰიპერტენზია.
მეორე დაღუპული პაციენტი იყო 54 წლის ინდონეზიელი. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს 13 მარტს ინდონეზიიდან სინგაპურში ჩასვლისთანავე. მეორე დღეს, ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას ჰქონდა კორონავირუსის ინფექცია. სინგაპურის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ცნობით, მამაკაცს ასევე ჰქონდა გულის პრობლემები.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის საავადმყოფოებში 254 ინფიცირებული ადამიანი იმყოფება, 16 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 131 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.