"დემკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა გაფართოებულ სხდომაზე ოპოზიციური პარტიები გაუგებარი მიზეზების გამო არ მოვიდნენ. ამის შესახებ ბურჯანაძემ კავკასიის ინტერენეტ მედია კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ოპოზიციუირ პარტიების კრებაზე არმოსვლა გაუგებარია. როცა ამბობენ, რომ კრების გეგმები არ იცოდნენ და ამიტომ იუარეს ჩვენს გვერდში დგომა, ეს მხოლოდ საბაბია განზე გადგომის. შეეძლოთ მოსულიყვნენ და ეკითხათ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
რორგოც მან აღნიშნა, დემოკრატიული მოძრაობის გამოკვეთა სახალხო კრებაზე როგორც მათი, ასევე ოპოზიციური პარტიების დამსახურებაა.