დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ნალბანდოვსა და თურქეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორს, ზაჰიდულ ჰუქუს შორის გაიმართა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობის აქტუალური საკითხები, მიზნები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე მიმოიხილეს აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მომავალი 2011-2015 წლების ეროვნული პროგრამის ფარგლებში.