"ქართული დასი" წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფინასური შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ "ქართულმა დასის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ბაშარულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით 8 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებას "ქართულმა დასის" მიერ მომზადებული რამდენიმე ინიციატივა შესთავაზა.
"აუცილებელია მმართველი პარტია მკაფიოდ გაიმიჯნოს სახელმწიფოსაგან, რათა ჩვენ გვიწევდეს კონკურენცია მმართველ პარტიასთან და არა სახელმწიფოსთან. ასევე კანონმდებლობით უნდა აკრძალოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორაგნიზაციისა და საწარმოს თანამშრომლების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. აგრეთვე უნდა შეიზღუდოს წინასაარჩევნო კამპანიაში მილიარდების ხარჯვა და დაწესდეს ზედა ზღვარი", - განაცხადა ბაშარულმა და აქვე დასძინა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს წინასაარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარი საინფორმაციო ველის შექმნას.
ამასთან, "ქართული დასში" მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარი წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში, როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში.
"მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ზემოთ აღნიშნული საკითხების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი", - აცხადებს ბაშარული.