ყირგიზეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ხმის მიცემის პროცედურა 10 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე დასაკვირვებლად რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა 150 კაციანი ეუთოს სადამკვირვებლო მისია.
დელეგაციის წარმომადგენლები აღნიშმნავენ, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შედეგად ყირგიზეთი შესაძლოა გახდეს პირველი ქვეყანა ცენტრალურ აზიაში სადაც საპარლამენტო მმართველობა დამკვიდრდება.
საპარლამნეტო არჩევნები რესპუბლიკაში პრეზიდენტ ბაკიევის ხელისუფლების ჩამოგდებისა და არეულობის შემდეგ დაინიშნა.
120 ადგილია პარლამენტში მანდატებისათვის მოსაპოვებლად 29 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის. მათ შორის როზა ოტუნბაევას დროებით მთავრობაში შემავალი პოლიტიკური პარტიებიც არიან.