რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის საუბრის ერთ-ერთი თემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებისა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.
საკითხის კომენტირებისას გილაურმა სოჭის ოლიმპიადის მზადებასა და საოკუპაციო ჯარებზე ილაპარაკა.
"ჩვენ ორი რამ გვაწუხებს. ოლიმპიადის ჩატარება ქვეყანაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20 % მეზობლად, სწორედ სოჭთან ახლოს და რომელმაც დაიწყო ომი სწორედ ოლიმპიური თამაშების დაწყების დღეს 2008 წელს. მეორეა გარემოს დაცვის საკითხი. რუსეთი ანადგურებს გარემოს აფხაზეთის რეგიონში, სოჭში მიმდინარე მშენებლობების გამო. ძალიან კარგად თქვა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, აშშ რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან მოითხოვს, რომ მათ დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ყველანირი დიპლომატიური გზით, ყოველ წუთს, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი და ამ საკითხში კარგი მხარდაჭერა გვაქვს აშშ-გან, ევროკავშირიდან და ყველასგან", _ განაცხადა ნიკა გილაურმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.