საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტებისა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის მონაწილეები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით დაინტერესდნენ. გილაურმა საკითხის კომენტირებისას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებაზე ილაპარაკა.
გილაურის თქმით, საქართველო მიესალმება რუსეთის გაწევრიანებას ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც ამ ქვეყანას უფრო ცივილიზებულს გახდის.
"ერთადერთი, რასაც ვითხოვთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისაა, რომ ორგანიზაციის წესები იქნეს დაცული. ეს ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობას. ორგანიზაციის წევრები გარკვევით ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები და საბაჟო პუნქტები უნდა იყოს გამჭვირვალე. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორი საბაჟო პუნქტია საქართველოსა და რუსეთს შორის, სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილო ოსეთს შორის და აფხაზეთში. არცერთი არ არის განჭვირვალე. ჩვენი გვინდა, რომ რუსეთი გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. სიამოვნებით დავეხმარებით ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც რუსეთს უფრო ცივილიზებულს გახდის. ჩვენი მიზანია გავხადოთ რუსეთი უფრო ცივილიზებული. ჩვენ ეს გვინდა, მაგრამ გვინდა, რომ ეს მოხდეს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვით", _ აცხადებს ნიკა გილაური