დღეს, 8 ოქტომბერს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა განახლდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს, რაც რედაქციული შენიშვნების ასახვას გულისხმობს.
მომავალ სასესიო კვირას კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე საბოლოოდ დამტკიცდება. კენჭისყრის დღეს პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს, რომელიც ტრადიციულად ორშაბათს იმართება.