დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოსა და მალტის ნაკრებების შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია აცხადებს, გუნდი სათამაშოდ მზად არის და საკუთარ მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებლობლად იბრძოლებს.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წლევანდელ ეტაპზე მესამე შეხვედრას მართავს. წინა ორი შეხვედრა გასვლაზე საბერძნეთის ნაკრებთან, ხოლო თბილისში ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა ფრედ დაასრულეს. ნაკრები წლევანდელი ციკლის ბოლო შეხვედრას 12 ოქტომბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.