ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება მიღწული, კონგრესი ბევრისთვის მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს.
„ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულშტატებში] გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“, - აცხადებს კინზინგერი.