საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 6 ოქტომბერს ინდონეზიის რესპუბლიკის დასავლეთ პაპუას პროვინციაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.