მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ამის გარეშე არავინ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ოფიციალურად მეხუთე რაუნდის გამართვას.
"მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. შეიძლება, მხარდაჭერა იყოს კონკრეტული დეპუტატების მხრიდან უბრალოდ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე, ყოველგვარი შეთანხმებისა და მოლაპარაკების მაგიდის გარეშე, თუ ადეკვატური საარჩევნო სისტემა იქნება. არავინ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ოფიციალურად მეხუთე რაუნდის გამართვას თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან", - თქვა ვაშაძემ.