იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განკარგულებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული სკოლები დაიხურება. ამის შესახებ იუწყება BBC-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლები 2 მარტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიხურება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იაპონიის მოქალაქეს კორონავირუსი მეორედ გამოუვლინდა. ეს იაპონიაში ვირუსის გამეორების პირველი შემთხვევაა.