ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ეხმაურება.
„არჩევანი ნათელია - ან გაითავლისწინებს საქართველოს ხელისუფლება ქალბატონი კლინტონის კონკრეტულ მესიჯებს ან გააგრძელებს გზას ავტორიტარიზმის მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ აშშ მხარს უჭერს არა კონკრეტულ მთავრობებს, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ხელისუფლებამ ადეკვატურად უნდა გააცნობიეროს საქართველოს მთავარი პარტნიორის სურვილი 2012 და 2013 წლებში, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესახებ" - აცხადებს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი.