არ მგონია ახლა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდმა ერთი დღე თუ არ იმუშავა ან ორი, ამით ქვეყანა დაიქცა, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში რუსეთის მიერ საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შეიძლება რაღაცა ივარჯიშეს რუსებმა ან გაიხუმრეს.
"რომ გითხრათ, ახლა, ძალიან შევწუხდი-მეთქი... არ მგონია, ახლა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდმა ერთი დღე თუ არ იმუშავა ან ორი, ამით ქვეყანა დაიქცა. თუ ეს რუსეთის მხრიდან არის გაკეთებული ნამდვილად, ერთმნიშვნელოვნად ვგმობ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, დასაგმობია.
შეიძლება რაღაცა ივარჯიშეს რუსებმა ან გაიხუმრეს, იმიტომ რომ საქართველოს გათიშული და უქმოედო მთავრობის და პრეზიდენტის ვებგვერდი იმუშავებს თუ არ იმუშავებს, ამას რუსეთისთვის მნიშვნელობა დიდად არ აქვს", - თქვა ბურჯანაძემ.