საქართველოს და აშშ-ს პოზიციების სინქრონიზაციას ლისაბონის ნატოს სამიტამდე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ბათუ ქუთელიამ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლის შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ნატოსთან დაკავშირებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირებასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკისა და პოზიციების სინქრონიზება მოხდა, რაც ლისაბონის ნატოს სამიტამდე პოზიციების კოორდინირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქუთელიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტულად განიხილეს ის გეგმები, რომელიც თავდაცვის საკითხებში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას შეეხება.
"საქართველოს აქვს ლეგიტიმურ უფლება ჰქონდეს თავდაცვისუნარიანობა და ის შეიარაღება, რომელიც მის თავდაცვაში ეხმარება", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.