ევროსაბჭო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებით შეფასებას აძლევს.
ამის შესახებ ნათქვამია წინასწარ ანგარიშში, რომელიც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
"წინასწარ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული ქვეყანას, განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. არის გარკვეული შენიშვნები და მითითებები, რომლზეც მომავალში მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.
აღნიშნული ანგარიშის განხილვა კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის ან გაზაფხულის სესიაზე მოხდება.