საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს.
აშშ ვიზიტის ფარგლებში გილაური დღეს ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის, აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან და აშშ-ს ფინანსთა მინისტრთან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლის შემაჯამებელი სხდომა ვაშინგტონში 6 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გახსნა.
სხდომის დასრულების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა შეხვედრებო აშშ-ს სენატორებთან, მათ შორის რიჩარდ ლუგართან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან გამართა.