ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შეასრულოს.
ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ბასმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლის შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულები შეასრულოს. ამასთან, იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე თქვენ გახდებით იმის მოწმე, თუ როგორ გაძლიერდება რიგი საშუალებები, რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდეს", - აღნიშნა ბასმა.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თინა ქეიდენაუს განცხადებით, ჰილარი კლინტონის მიერ კიდევ ერთხელ გაჟღერდა აშშ-ს ოფიციალური პოზიცია და მოთხოვნა საქართველოს ორი ოკუპირებულ ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგის განხორციელებაში დახმარების შესახებ.