ხვალიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
"საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 18 თებერვლიდან დაიწყება ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.
უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან.
ასევე, 18 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტების და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.