დღეს, 7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ძველი მეტეხის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას~ ბრიფინგი.
ბრიფინგის თემაა _ "პასაჟისა" და "კიდობანის" მეწარმეთა დარბევას და მასობრივად დაპატიმრებას სამერთლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მიმართვა საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, ბიზნეს ასოციაციებს, მეწარმეებს და საზოგადოებას".
ორგანიზატორთა განცხადებით, ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები და მათი მხარდამჭერები.