"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მიიჩნევს, რომ სავაჭრო ცენტრებში, "პასაჟსა" და "კიდობანში", ინდმეწარმეების დაკავების ფაქტების უკან, ხელისუფლების კლანური დაპირისპირება და ბიუჯეტის შევსების პრობლემები დგას.
დაკავებულთა მხარდაჭერისა და აღნიშნულ საკითხებზე "დემოკრატიული მოძრაობის" პოზიციის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით დღეს, 7 ოქტომბერს, პარტიის მთავარ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ინდმეწარმეების მასობრივმა დაკავებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების კომპლექსური ხასიათი. ძალოვნების ყოველი ასეთი "წარმატებული" ოპერაციის უკან დგას ხელისუფლებაში კლანური დაპირისპირება და ბიუჯეტის შევსების პრობლემები", - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.