დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორმა, "კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, აქცია სახელწოდებით "სოციალური სოლიდარობის და პროტესტის აქცია" 15:00 საათზე დაიწყება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან "კონსერვატორები" და "ხალხის პარტია".