2012-13 წლის არჩევნები უნდა გახდეს იმის ნიშანი, რომ საქართველო დასავლეთის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში წლიური სამუშაო შეხვედრის დროს განაცხადა.
"საქართველოს დემოკრატიამ ბოლო 7 წლის განმავლობაში წინსვლა განიცადა და აშკარაა პროგრესი, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის პოლიტიკური კონკურენციის ფონდების მოძიება და ა. შ.. 2012-13 წლების არჩევნები კი უნდა გახდეს იმის ნიშანი, რომ საქართველო დასავლეთის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს", - აღნიშნა კლინტონმა.
მისი თქმით, აშშ საქართველოს დემოკრატისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერად რჩება და ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ქარტია საშუალებას იძლევა, რომ შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე საზოგადოებასთან დაამყარონ.