საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აცხადებს, რომ საქართველო ცდილობს თავისუფალი საზოგადოების შექმნას, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება დამოკიდებული. მან იმედი გამოთქვა, რომ ქარტია იმ მიზნების შესრულებას მოახერხებს, რომლებიც დაისახა. ამის შესახებ გილაურმა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მეორე შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.
გილაურმა საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას გაისვა ხაზი და განმარტა, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"საქართველო მოწადინებულია, შექმნას თავისუფალი საზოგადოება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზეა დამყარებული. ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ. ამის ნათელი მაგალითია ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, რომელიც სულ რამდენიმე დღეა ძალაში შევიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია სამომავლოდ ამ სფეროს განვითარებაში", - განაცხადა გილაურმა.