ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი აიღოს საქართველოს ოკუპაციაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში წლიური სამუშაო შეხვედრის დროს განაცხადა.
"რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, გაიყვანოს შეირაღებული ძალები და 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პუნქტები შეასრულოს. საქართველო რჩება ჩვენს პარტნიორად და მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს. ვცდილობთ, გავათავისუფლოდ ოკუპირებული რეგიონები, რათა შევასრულოთ ჩვენი წილი ვალდებულება და საქართველო გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი", - განაცხადა კლინტონმა.