აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას წარმატებით დაასრულებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში წლიური სამუშაო შეხვედრის დროს განაცხადა.
"საკონსტიტუციო რეფორმები არის ყველაზე თვალნათელი მაგალითი იმისა, დღესდღეობით რა გამოწვევები აქვს საქართველოს. ეს არის ყველაფერი იმის ნიშანი, რას მიაღწიეთ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. იმედი მაქვს, პარლამენტი გრძნობს ამ ყველაფერს და საკონსტიტუციო პროექტის განხილვას წარმატებით დაასრულებს", - აღნიშნა კლინტონმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას განაგრძობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უცხოელ ინვესტორებს მოუწოდა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს რაც შეიძლება კარგად გაეცნონ.