ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული რჩება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში წლიური სამუშაო შეხვედრის დროს განაცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან დღეს გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები გამყარებულია საერთო ინტერესებითა და ღირებულებებით. ქარტიამ, რომელსაც 2009 წლის იანვარში ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს, მოგვცა ჩარჩო ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება და დღეს კიდევ ვადასტურებთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის", - აღნიშნა კლინტონმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს ცნების _ ორმხრივი ურთიერთობების _ მთავარი ამოსავალი წერტილია.