აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მეორე შემაჯამებელი სხდომა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონკმა გახსნა.
ვაშინგტონში შეხვედრა ამ წუთებში მინმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ხელმძღვანელობს, ო ამერიკულ მხარეს კი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი წარადგენენ.
შეხვედრაც საქართველოს ხელისუფლების წამოამდგენლები, აშშ-ის უმაღლესი პირები და საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასიც ესწრებიან.
ქარტიის ფარგლებში არსებობს ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელთა განხილვაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება. ესენია: უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკა, ვაჭრობა და ხალხთა შორის ურთიერთობები.
დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მიმართულებით განხორცილებული საკითხები განიხილება და სამომავლო გეგმები დაისახება.