„არ მახსოვს არც ერთი პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა შესუსტებულიყო, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამას შეუძლია, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონიოს და არავითარ შემთვევაში ეს არ შესუსტდება.
„არ მახსოვს არც ერთი პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა შესუსტებულიყო. ამას შეუძლია, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონიოს და არავითარ შემთვევაში ეს არ შესუსტდება. გინახავთ ვინმე შეშინებული, როდესაც საპროტესტო აქციის დროს აკავებენ? მთავარი, რაც სჭირდება ქვეყანას, არის პოლიტიკური სტაბილურობა, განსაკუთრებით, წელს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად, წყნარად და კანონის სრული დაცვით. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამას ისიგრძეგანებს. სხვაგვარად ჩვენ შეიძლება, მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. უმართავი პროცესები შეიძლება წარიმართოს ქვეყანაში, თუკი გაგრძელდება ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა. ეს უნდა შეწყდეს და დასრულდეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.