საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთში მომხდარ ეკოლოგიურად კატასტროფასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 5 ოქტომბერს, დასავლეთ უნგრეთში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა", - ნათქვამია განცხადებაში.
ვაშაძის უწყება უნგრელი ხალხისა და კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარს გამოხატავს.