ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია რუსეთის პროკურატურას იმ ფოტომასალას სთხოვს, რომელიც როსტოვის ექსპერტიზის დოკუმენტს აქვს დართული. ამის შესახებ განცხადება კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში შვედეთის, შვეიცარიისა და გერმანიის ევროპული საგვარეულო არისტოკრატიის პოლიტიკოსებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვერისას გააკეთა.
აღნიშნული შეხვერდა დღეს პარლამენტში ზვიად გამსაუხრდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაიმართა. კონსტანტინე გამსახურდიამ მათ გააცნო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა.
კომისია გასულ წელს შეიქმნა და უფლებამოსილება რამდენჯერმე გაუგრძელდა. ერთი წლის განმავლობაში კომისიამ ახსნა-განმარტებები ჩამოართვა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისდროინდელ თანამდებობის პირებს, ასევე პირველი პრეზიდენტის დაცვის უფროსსა და წევრებს. კომისიას ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაასრულებს კომისია მუშაობას და როგორი იქნება კომისიის მიერ დაწერილი დასკვნა.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც გამსახურდიამ აღნიშნა, კომისიას ამ ეტაპისთვის ესაჭიროება სწორედ როსტოვის ექსპერტიზის თანდართული ფოტომასალა.
"ეს არის ფოტომასალა პრეზიდენტის ნეშტზე, რომელიც აღმოჩენილა გროზნოში და გადაგზავნილია როსტოვის ერთ-ერთ ინსტიტუტში, რათა იქ ჩატარებულიყო ექსპრეტიზა. 9 ფოტო არის უშუალოდ თავის ქალაზე გადაღებული და სწორედ ამ ფოტომასალას ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნები", - განაცხადა გამსაუხრდიამ.
როგორც მან აღნიშნა, კომისიამ რუსეთის პროკურატურას მიმართა თხოვნით, რომ კომისიას გადმოსცეს აღნიშნული მასალა, თუმცა რუსეთის პროკურატურის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. გამსაუხრდიას თქმით, კომისიამ ასევე მიმართა ფინეთის პროკურატურას, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოუსმინონ ბესარიონ გუგუშვილს, რომელიც გამსაუხდიას გარდაცვალების ფაქტის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.