ჯონდი ბაღათურია კონფლიქტისპირა სოფლებისთვის სოციალურ და ეკონომიკური შეღავათების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ მორიგი განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, იგი ორჯერ იმყოფებოდა ლიახვის ხეობაში და ნახა აქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პრობლემები და მიაჩნია რომ ხელისუფლებამ აქცენტი სწორედ მათთვის სოციალური და ეკონომიკური შეღავათების დაწესებაზე უნდა გააკეთოს.
როგორც იგი აღნიშნავს, მან ამის შესახებ რამდეჯერმე სესიაზეც ისაუბრა და ხვალ, 7 ოქტომბერს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზეც დააყენებს საკითხს, სადაც კომიტეტმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების საკითხი უნდა განსაზღვროს. გარდა ამისა, ბაღათურია აქცენტს აკეთებს აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობისათვის შეღავათების დაწესებას განათლების სფეროშიც. როგორც იგი აცხადებს, ამ პრობლემის დაყენებას აქტიურად გეგმავს, როგორც საკომიტეტო ასევე სასესიო მუშაობისას.