„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა, ან 2024 წლამდე აუცილებლად დაიშლება, რადგან არ შეიძლება სხვანაირად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან მათაც ესირცხვილებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა.
„თუმცა, ეს სხვებმა არ მოიწონეს, რადგან სირცხვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო და ამ ფორმით მას მხარს უჭერდე. აქედან გამომდინარე, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ბათუ ქუთელიობა გამოუვიდათ, რომ დამოუკიდებლები ვართო, თუმცა რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან მათაც ესირცხვილებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა. შიგნით ბევრი კრიზისული მომენტი იქნება, წინ საინტერესო პოლიტიკური მოვლენები გველოდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა, ან 2024 წლამდე აუცილებლად დაიშლება, რადგან არ შეიძლება სხვანაირად. ჯანსაღ პარტიებს ოპონირების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ქვეყნისთვის საუკეთესო მოცემულობაა, „ნაციონალური მოძრაობასავით“ სასირცხვილო და მარგინალური ძალა არ არსებობდეს, იყოს რეალური ძალა, რომელიც ხელისუფლებას საგნობრივ და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.