ევროსაბჭოში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საქმე არ დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს მიერ უკვე მიღებული რეზოლუციების შესრულებაზე მონიტორინგი გაგრძელდება, რომლებიც რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ავალდებულებს.
ასევე დაინიშნა რუსეთ-საქართველოს საკითხზე ერთდღიანი მოსმენაც, რომელიც ზამთარში ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელის დიკ მარტის ინიციატივით გაიმართება.
სხდომაზე მთავარი საკითხები - რუსეთის ფედერაციის მიერ ომის შემდეგ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს შესრულების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვა გავა.
რაც შეეხება რუსული მხარის მოთხოვნას - მოსმენაზე მოეწვიათ აფხაზეთისა და ოსი სეპარატისტების ლიდერების მოწვევის საკითხს, ევროსაბჭომ განხილვაზე კი უარი თქვა.