რუსეთ-ევროპის ურთიერთობებში საქართველოს საკითხი კვლავ ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა BBC-ს პირდაპირ ეთერში მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის წინ განაცხადა.
"რუსეთისა და ბრიტანეთის, ასევე რუსეთისა და ბევრი სხვა ევროპული ქვეყნის ურთიერთობებში კვლავ რჩება არსებითი სირთულეები. საქართველოში განვითარებული მოვლენები ერთ-ერთ ასეთ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ არ ვეთანხმებოდით იმას, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიასა და ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა ჰეიგმა.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მისი მეზობლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით 13 ოქტომბერს ეწვევა.