სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით,15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის ადმინისტრაციული გადაცდომა იკვეთება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაგზავნა. საქმის სასამართლოში გადაგზავნის პარალელურად, სამსახურმა ასევე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის სხვა მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
ლუკა სირაძის ძმის ბექა სირაძის თქმით, გამოძიებით ამ ეტაპზე კმაყოფილია და ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილებას, იმ თანამშრომლების მიმართ რომლების დაკავებაც საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ვერ მოხდა.
„გამოძიებამ რაც ქნა ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, მაქსიმალურად რაც შეეძლოთ გააკეთეს, დანარჩენი დამოკიდებული არის გენერალურ ინსპექციაზე ისინი რას გააკეთებენ და როგორ მიუდგებიან, დისციპლინარულად იქნება თუ სხვა მეთოდებით მათ თანამშრომლებს თვითონვე უნდა მიხედონ ამ ეტაპზე, ალბათ გამოძიება გაგრძელდება და ვნახოთ რა შედეგს მოვცემს“ - აცხადებს ლუკა სირაძის ძმა მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ არასრუწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა