თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
"ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს რეალურად გამარჯვების შანსი და მოიპოვოს მყარი უმრავლესობა პარლამენტში ესაა ქართული ოცნება. შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი.
საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, მგონია ყველა ყველაფერს ხედავს, თუ რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა გამოწვევებია და ერთადერთი ძალა, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს ესაა ქართული ოცნება", - თქვა კალაძემ და აღნიშნა,
მმართველმა პარტიამ ოპოზიციას შესთავაზა კომპრომისული ვარიანტი, 100/50-ზე.
მისი თქმით, თუ ისინი არ დათანხმდებიან "ჩვენს შეთავაზებას, არჩევნები ჩატარდება შერეული არსებული სისტემით, რომელიც არის კონსტიტუციური, რომელიც არის დემოკრატიული".