აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში სოხუმში ვიზიტად მყოფ რუსეთის ფედერაციის სათათბიროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვი ხელმძღვანელობს.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.
"საკითხთა შორის იყო თანამშრომლობის საკითხები აფხაზეთსა და რუსეთს შორის, კერძოდ კი რუსეთის სამხედრო ბაზების დისლოკაციის საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე", _ იუწყება აფხაზური მედია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბიროს დელეგაცია სეპარატისტულ აფხაზეთში 9 ოქტომბრამდე დარჩება.