კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ზე ფეისბუქზე წერს, რომ მისი ძმა ცოტნე გამსახურდია გარემოს ადეკვატურად აღიქვამს.
„კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. respect ამ ექიმების მიმართ - მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს“, - წერს გამსახურდია.