7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარიბის ზღვის მიმდებარედ, კუბასა და იამაიკას შორის მოხდა.
მიწისძვრას შენობების ძლიერი რყევა და მცირედი დაზიანება მოჰყვა. გარდაცვლილებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
აშშ-ის წყნარი ოკეანის აუზის ცუნამის საინფორმაციო ცენტრმა ფლორიდის შტატში მოსალოდნელი ტალღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ცუნამის ტალღები ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსშია მოსალოდნელი.
ფლორიდაში ევაკუაცია სანაპიროს მიმდებარე ოფისებიდან დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით პროცედურა შეწყვიტეს. ცუნამის წარმოქმნის საფრთხეები, დროის გასვლის შემდეგ სულ უფრო მცირდება.