დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ავსტრალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ დოილისს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისი მოღვაწეობა დაასრულა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ბოლოს კანბერაში დაგეგმილი საქართველო-ავსტრალიის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებაზე.
შეხვედრის ბოლოს ალექსანდრე ნალბანდოვმა მადლობა გადაუხადა პიტერ დოილის ნაყოფიერი მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მას შემდგომ საქმიანობაში.