""წარმომადგენლობით სახალხო კრების" მხარდამჭერთა შეკრებების მიზანი საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეცვლაა", - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერმა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ ინტერნეტ მედია კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა ,25 ნოემბერს მხარდამჭერთა სახალხო კრებაზე გახდება ცნობილი დღის წესრიგი, რომლითაც "წარმომადგენლობით სახალხო კრება" იმოქმედებს.
"25 ნოემბერს გახდება ცნობილი დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენი ქმედებები იქნება ლეგიტიმური. ამ პროცესს ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. კრებას აქვს უნარი საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რადგან მას სათავაში პოლიტიკური პარტიები არ უდგანან. თუმცა კარგი იქნება თუ ისინიც ჩვენს გვერდით დადგებიან", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" რეგიონებშიც გავიდა. ყველა ქალაქსა და რაიონში გაიხსნება მათი ორგანიზაციები, სადაც აირჩევენ დელეგატებს.