სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, "წარმომადგენლობით სახალხო კრების" მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოებულ სხდომაზე პოლიტიკური პარტიები შიდა კონკურენციის გამო არ მოვიდნენ.
ამის შესახებ ბესელიამ კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"პოლიტიკური პარტიები ეროვნულ კრებაზე შიდა კონკურენციის გამო არ მოვიდნენ. მათ მიერ გაკეთებული არცერთი არგუმენტი არ იყო წონადი და გულწრფელი. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ისინი კრებაზე რომ არ მოვიდნენ. თუ ისინი საარჩევნო კოდექსზე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არიან მზად, მათ უნდა შეეძლოთ ისეთ კრებაზე მოსვლა, სადაც ხალხის სიტყვაა გადამწყვეტი", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს "წარმომადგენლობით სახალხო კრების" მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოებულ სხდომა გაიმართა. კრებაზე ეკა ბესელიაც იმყოფებოდა.
როგორც ბესელიამ კრების შესახებ განაცხადა, მხარდამჭერთა შეკრებამ გაამართლა, საზოგადოებაც და პოლიტიკური პარტიებიც ამ იდეას უნდა მიეხმროს, ქვეყანაში რეჟიმის შესაცვლელად.