თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლეთ ჩავუშოღულს თქმით, თურქეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ხოლო გერმანია და საფრანგეთი მუდამ ამ საკითხის გვერდის ავლას ცდილობენ, რუსეთის უკმაყოფილების შიშით.
აღნიშნულთან დაკავშირებით მევლეთ ჩავუშოღლუმ გერმანულენოვან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
"თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო გერმანია და საფრანგეთი ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, რუსეთის უკმაყოფილების გამოწვევის შიშით", - თქვა ჩავუშოღლუმ.