ქრისტიან-დემოკრატები, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების დაცვის ასოციაციასთან ერთად, იწყებენ მოლაპარაკებებს მერიასთან, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებულ პირთა უფლებების აღსადგენად.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებთან შეხვედრისას საკრებულოში განაცხადა.
"მოვითხოვთ, რომ მომავალი წლის ბუჯეტში გამოყოს თანხები იმ ბინების მშენებლობის დასასრულებლად, რომელთა მშენებლობაც არის შეწყვეტილი. ასევე გაიწეროს კომპენსირების პროცესის ზუსტი ვადები. კომპენსაცია მიიღოს ყველა იმ დაზარალებულმა, ვისაც ეკუთვნის. დაზარალებულებს შეატყობინონ, როდის დაიწყება ეს პროცესი",-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.