ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) მფლობელი და გენერალური დირექტორი ბერნარ არნო Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მოექცა. იტყობინება გამოცემა The Forbes-ი.
ბერნარ არნომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გაუსწრო.
გამოცემის ინფორმაციით, 70 წლის არნოსა და მისი ოჯახის ქონება 117 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯეფ ბეზოსის ქონება კი ამ დროისთვის 115,6 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
გასული წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, მილიარდერი ბერნარ არნო პირველად მოხვდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში. თუმცა, მაშინ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი არნომ რამდენიმე წუთში დაკარგა და პირველობა კვლავ ჯეფ ბეზოსმა დაიბრუნა.