ვიმედოვნებ, იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც დემოკრატიის საფრთხესა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ეხება, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის ღია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა.
კონგრესმენი წერს, რომ ის "შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით". მალინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტონ მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ.
"როგორც კონგრესმენი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვავევასა და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ეხება.
აღვნიშნავ, რომ ვეურთდები ჩემი კონგრესმენი კოლეგების საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრის წერილს, სადაც ისინი დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებასა და ამასთან დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე წუხილსა და შეშფოთებას გამოთქვამდნენ.
მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიაღწია, ბოლო წლებში გამოვლინდა გარკვეული უარყოფითი ტენდენციები დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში.
შედეგად შემცირებულია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები შევიწროებისა და ექსპროპრიაციის ქვეშ აღმოჩდნენ.
ამას გარდა, ცოტა ხნის წინ, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ათეულობით ანგარიში დახურა, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ კოორდინირებულ, არაავენტურ ქცევაში. ეს ანგარიშები ცდილობდნენ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და ავრცლებდნენ ანტიდასავლურ განწყობებს, მეტწილად, შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ.
პირველად, საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარებების განხილვისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.
ყოველივე ამ უარყოფითი ტენდენციიდან, რაც მე წერილში აღვწერე, გაიზარდა შეშფოთებები და მოწოდებები სანქციებისა და სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ.
მე რეფორმების შესახებ მოწოდებას ვუერთდები და წლის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატაში წარვადგინე საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი.
ვიმედოვნებ, საქართველო გააგრძელებს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ მრავალი წელი. ასევე, მოველი, რომ მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ.
იმედი მაქვს იმოქმედებთ იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიის საფრთხესა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ეხება, რომელსაც ასე ძლიერ იმსახურებს ქართველი ხალხი", - წერს კონგრესმენი.