14 ოქტომბრის ღამეს კომპანია SpaceX-მა უკრაინაში მოძრავი Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარე შეზღუდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, სერჰი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები ე.წ. სამხედრო პაკეტს, კერძოდ, StarShield-ის მომსახურებას ეხება. მისი მუშაობის სიჩქარე საათში არაუმეტეს 100 მილით (დაახლოებით 161 კმ/სთ) შეიზღუდა.
„ჩვენი თავდაცვის ძალები ამ შეზღუდვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, რამაც რამდენიმე მისიის ჩაშლა გამოიწვია. აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი ვერ იქნება და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება“,- აღნიშნა ბესკრესტნოვმა.