საქართველოს პრეზიდენტის 955-ე განკარგულებით ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს გარდაცვლილ სამხედროებს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენები მიენიჭათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, დაღუპულთა ოჯახებს თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ე.წ. "სამხედრო ქალაქის" ტერიტორიაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინებს გადასცემს. გარდაცვლილთა ოჯახები ასევე მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ სრულ სოციალურ პაკეტს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მუხრან შუკვანის, ნუგზარ კალანდაძის, გიორგი კოლხიტაშვილის, დავით ცეცხლაძის და რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.